სასწავლო კურსის სახელწოდება – საბუღალტრო კომპიუტერული პროგამა `ორისი~
სასწავლო კურსის მოცულობა – სასწავლო კურსი მოიცავს 18 საათს, სალექციო კურსი 8 სთ, პრაქტიკული მუშაობა 10 სთ.
სასწავლო კურსის სტატუსი – საბაზისო
სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა – პროგრამის ათვისების აუცილებელი წინაპირობაა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა
სასწავლო კურსის მიზანი – შეასწავლოს სტუდენტებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით
მისაღწევი შედეგი _ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ:
• საქართველოში გავრცელებული საბუღალტრო პროგრამების შესაძლებლობები;
• საბუღალტრო პროგრამის დასანერგად ანგარიშების შერჩევა;
• ნაშთების შეტანა და კორექტირება;
• სამეურნეო ოპერაციების შეტანა;
• პროგრამის გამოყენება პირველადი დოკუმენტების შესადგენად;
• ინფორმაციის ასლის აღება, შენახვა და ჩაწერა სხვა კომპიუტერში;
• ინფორმაციის დაცვა;
• ინფორმაციის ამოღება განსხვავებული ფორმატით (რეგისტრების სახეების მიხედვით).
სასწავლო კურსის შინაარსი
1. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები
2. საბუღალტრო პროგრამის დანერგვა
3. საბუღალტრო პროგრამაში საწყისი ნაშთების შეტანა
4. სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია
5. პროგრამის გამოყენება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების შესაქმნელად
6. საბუღალტრო დოკუმენტების ფაილიაზაცია
7. საბუღალტრო პროგრამის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები
8. ინფორმაციის დაცვა და შენახვა
*კურსის თემატიკა და სასწავლო საათების განაწილება იხილეთ დანათში
სწავლების ფორმა _ ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა
შეფასება და შეფასების კრიტერიუმები – სტუდენტთა შეფასება მოხდება პრაქტიკის პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი მასალების შესაბამისად.
ლიტერატურა _
1. ა) ძირითადი
2. არჩეული საბუღალტრო პროგრამის სახელმძღვანელო, შექმნილი პროგრამის ავტორის მიერ.
3. ბ) დამხმარე
4. არჩეული საბუღალტრო პროგრამის ასათვისებლად სხვა ავტორთა მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები.
საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა `ორისი~
კურსის თემატიკა და საწავლო საათების განაწილება
თემა |
თემის დასახელება და შინაარსი |
თეორია |
პრაქტიკა |
1 |
საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები |
1 |
|
2 |
საბუღალტრო პროგრამის დანერგვა |
1 |
1 |
3 |
საბუღალტრო პროგრამაში საწყისი ნაშთების შეტანა |
1 |
1 |
4 |
სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია |
1 |
2 |
5 |
საბუღალტრო პროგრამის გამოყენება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების შესაქმნელად |
1
|
2 |
6 |
საბუღალტრო დოკუმენტების ფაილიაზაცია |
1 |
1 |
7 |
საბუღალტრო პროგრამის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები
|
1 |
2 |
8 |
ინფორმაციის დაცვა და შენახვა |
1 |
1 |
|
|
|
|
|
სულ |
8 |
10 |
თემა 1. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები
საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უპირატესობა. საქართველოში გავრცელებული საბუღალტრო პროგრამები, მათი ზოგადი დახასიათება. კომპიუტერული პროგრამების სახეები: კომპლექსური პროგრამები; პროგრამები დამატებული (გამოყოფილი) მოდულებით; პერსონალური და ქსელური პროგრამები; ერთვალუტიანი და მრავალვალუტიანი პროგრამები. საბუღალტრო პროგრამის ფუნქციონირების ზოგადი სქემა.
თემა 2. საბუღალტრო პროგრამის დანერგვა
კომპანიის საქმიანობის და მისი სტრატეგიის შესწავლის აუცილებლობა. პროგრამის შერჩევა კომპანიის საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით. პროგრამის ინსტალაცია-მომზადება გამოსაყენებლად. პროგრამის ძირითადი მენიუები და ბრძანებები. მათი ფუნქციები და გამოყენების პრინციპები.
თემა 3. საბუღალტრო პროგრამაში საწყისი ნაშთების შეტანა
მთავარი (პირველი რიგის) ანგარიშების გამოყენების პრინციპი. ანგარიშთა გეგმის მორგება და მთავარი ანგარიშების შერჩევა. ანგარიშების ტიპის (აქტიური, პასიური, ფინანსური (თანხობრივი), რაოდენობრივ-თანხობრივი და სხვ) განსზღვრა და დაფიქსირება. ქვეანგარიშების (მეორე რიგის) გახსნა. ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) ანგარიშების გახსნა. საწყისი ნაშთის შეტანის პრინციპები. ნაშთების შემოწმება-დაბალანსება.
თემა 4. სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია
ოპერაციების სარეგისტრაციო უწყისი. უწყისში ინფორმაციის შეტანის პრინციპი. ოპერაციების მარტივი და რთული გატარების ტექნიკური შესაძლებლობები. სასაქონლო ოპერაციების გატარების თავისებურებები. მარაგის შეფასების პრინციპის შერჩევა. სავალუტო ოპერაციების გატარების თავისებურებები. ვალუტის კურსის ცვლილების ბაზის შექმნა პროგრამაში. ვალუტო ნაშთების მუდმივი და პერიოდული გადაფასების ტექნიკური შესაძლებლობა. შეცდომით გატარებული სამეურნეო ოპერაციების შესწორების ტექნიკური შესაძლებლობა.
თემა 5. საბუღალტრო პროგრამის გამოყენება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების შესაქმნელად
პირველადი დოკუმენტების შაბლონები, მათი გამოძახების ბრძანებები. შაბლონში ინფორმაციის შეტანა. დოკუმენტების რეგისტრაცია. შეცდომით შედგენილი დოკუმენტის შესწორება. პირველადი დოკუმენტების გადატანა ქაღალდზე. პირველადი დოკუმენტების მიერთება (მიბმა) სამეურნეო ოპერაციის რეგისტრაციის უწყისზე.
თემა 6. საბუღალტრო დოკუმენტების ფაილიაზაცია
პროგრამული საბუღალტრო რეგისტრები: სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციის უწყისი; საქყისი ნაშთების უწყისი; ბრუნვითი უწყისი; საცდელი ბალანსი; ჟურნალ-ორდერები და ორდერული უწყისები; სხვა რეგისტრები. საბუღალტრო რეგისტრების მომზადების ტექნიკა. რეგისტრების ქაღალდზე გადატანის აუცილებლობა; პირველადი დოკუმენტების დაჯგუფება (შესყიდვების, გაყიდვების, ფულის მიღებისა და გადახდის, წარმოების დანახარჯების ან/და სხვა ფუნქციურ-თემატური ნიშნით) და ბუღალტრული დამუშავების დასტურად შესაბამისი უწყისების, ბარათების ან/და ორდერების თანხლებით განთავსება ფაილებსა და სწრაფჩამკერებში.
თემა 7. საბუღალტრო პროგრამის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები
აწყობილი ოპერაციები. ოპერაციების აწყობის ტექნიკა. საინფორმაციო ბაზის მომზადება ერთი ბრძანებით მრავლობითი ოპერაციის გასატარებლად. კადრების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა. დაბეგვრის რეჟიმის აწყობა და შეცვლა. ხელფასის დარიცხვა და გაცემის უწყისების ქაღალდზე გადატანა. ძირითადი საშუალების საინფორმაციო ბაზის შექმნა. ცვეთის დარიცხვის ნორმების შეტანა-შეცვლა და ბუღალტრული გატარებების აწყობა. ცვეთის დარიცხვა და ოპერაციის გატარების სისწორის შემოწმება. სხვა აწყობილი ოპერაციები. XL-ის ცხრილების გამოყენების შესაძლებლობა ინფორმაციის გადასამუშავებლად.
თემა 8. ინფორმაციის დაცვა და შენახვა
პროგრამული ინფორმაციის შენახვისა და დაცვის აუცილებლობა. პერიოდების ჩაკეტვა ინფორმაციის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად. პერიოდის გახსნის შესაძლებლობა. პროგრამული ინფორმაციის ასლის აღება და შენახვა. ასლის გადატანა ინფორმაციის მატარებლებზე და სხვა კომპიურეტში.