აუდიტორული მომსახურება
✅ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური ანგარიშგება არის კომპანიის მიერ სტრუქტურული სახით წარმოდგენილი ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მიზანია კომპანიის ფინანსური ინფორმაციის სავარაუდო მომხმარებლებისათვის (აქციონერები, ინვესტორები, მყიდველები, მომწოდებლები, დამფინანსებლები და ა.შ) ნდობის ხარისხის ამაღლება, რომელიც მიიღწევა აუდიტორული მომსახურების ჩატარების შემდეგ, აუდიტორის მიერ მოსაზრების გამოხატვით იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია თუ არა ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობებს და სამართლიანად წარმოადგენს თუ არა ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგების და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.
✅ საგადასახადო აუდიტი
ეს მომსახურება გულისხმობს კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის, სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების მართებულობის შემოწმებას, ასევე საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულების შესრულების კუთხით.
აუდიტის პროცესში შემოწმდება პირველადი დოკუმენტაციის მომხდარი სამეურნეო ოპერაციების შესაბამისობა საბუღალტრო გატარებებთან, ასევე შემოწმდება ყველა გადასახადის საგადასახადო ბაზა და წარდგენილი დეკლარაციების მართებულობა სამეურნეო ოპერაციებთან და სააღრიცხვო მონაცემებთან.
აუდიტის დასრულების შემდეგ დამკვეთს წარედგინება ანგარიში გამოვლენილი ხარვეზების და უზუსტობების შესახებ, ასევე გამოსწორების მიზნით გაიცემა სარეკომენდაციო მითითებები.
✅ საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
მომსახურება გულისხმობს საგადასახოდო ორგანოებთან დავაში ჩართული პირების ინტერესების დაცვას, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავის პროცესში ჩართვას და თქვენი ინტერესების დაცვას. ჩვენ დაგეხმარებით ყველა ინსტაციაში საგადასახადო საჩივრის მომზადებაში, გაგიწევთ წარმომადგენლობას და დავიცავთ თქვენს ინტერესებს.
✅ საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა
გთავაზობთ საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს დეკლარირებული ინფორმაციის შესწავლას და შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან, რეკომენდაციების გაცემას და დახმარებას მაკონტროლებლისათვის ინფორმაციის წარდგენაზე.
☎ დაგვიკავშირდით
✔ მობ: 574 91 59 15, ✔ ტელ: 0422 27 88 99