568000144 ან 0422278899
info@storno.ge
საქართველო / ბათუმი
ფარნავაზ მეფის ქ. 150
10:00 - 18:00
ორშაბათი - პარასკევი

1. პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტი

                სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის 24  ივნისს დამტკიცებული სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე.

 

2. სპეციალობა

                პროგრამა ორიენტირებულია ბუღალტერ-მოანგარიშის სპეციალობის დაუფლების მსურველი პრეტენდენტების მომზადებაზე.

 

3. კვალიფიკაცია

                საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება ბუღალტერ-მოანგარიშის კვალიფიკაცია.

                კვალიფიკაციის ეს დონე საკმარისია კურსდამთავრებულმა შეძლოს ბუღალტრის ასისტენტის ფუნქციების შესრულება ბუღალტრის ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობის პირობებში. ამ კვალიფიკაციის მიღება და შემდგომი პრაქტიკული საქმიანობა კურსდამთავრებულს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს ისწავლოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, დაეხმარება პროფესიული განათლების პროგრამის ადვილად დაძლევაში.

4. სწავლების ხანგრძლივობა

                ბუღალტერ-მოანგარიშის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 9 თვეს, 36 სასწავლო კვირას.

                სწავლების მოცულობა შეადგენს 560 საათს. (თეორია – 153 საათი, სასაწავლო პრაქტიკა 197 საათი, სამუშაო ადგილის სიმულაცია 130 საათი და  საწარმოო პრაქტიკა 80 საათი).

შენიშვნა: ერთი აკადემიური საათი არის ერთი ასტრონომიული საათი

 

5. პროგრამაზე დაშვების პირობები

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ.

 6. პროგრამის მიზანი და ამოცანები

პროგრამის მიზანია ბუღალტრის პროფესიის საწყისი საფეხურის (ბუღალტერ-მოანგარიშე) ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება.

 

პროგრამა მიზნად ისახავს:

ა)            შესძინოს სტუდენტს:

  • ეკონონომიკური კატეგორიებისა და სამეწარმეო საქმიანობის ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა

ბ)            განუვითაროს სტუდენტს:

  • სამეურნეო ოპერაციის აღქმისა და შეფასების უნარი;
  • სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტირების უნარი;
  • ბუღალტრული დოკუმენტების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის უნარი;
  • საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციის ასახვის უნარი;
  • ბუღალტრული ანგარიშების დახურვის უნარი;
  • საცდელი ბალანსის შედგენის უნარი;
  • დანახარჯების კლასიფიკაციის, პერიოდიზაციისა და თვითღირებულების კალკულაციის უნარი;
  • კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენების უნარ-ჩვევა.

 

 

7. სწავლების შედეგი

                საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტმა: 

ა) უნდა იცოდეს:

  • საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი მსგავსება და განსხვავება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების პრინციპები;
  • ფინანსური ანგარიშგების ძირითადი დაშვებები;
  • ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები;
  • ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების არსი და მნიშვნელობა;
  • ფინანსური ანგარიშგების საქართველოში მოქმედი სტანდარტების ძირითადი მიდგომები;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი მოთხოვნები;
  • თვითღირებულების კალკულაციის მეთოდები.

ბ) უნდა შეძლოს:

  • პირველადი საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტების შედგენა;
  • სალაროს წიგნის წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტების ინფორმაციის ასახვა ბუღალტრულ რეგისტრებში;
  • ბუღალტრული ანგარიშების ნაშთის განსაზღვრა;
  • ბუღალტრული ანგარიშების დახურვა და ნაშთების გადატანა;
  • დებიტორებთან და კრედიტორებთან ნაშთის შედარება;
  • საქონლის/პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება;
  • საცდელი ბალანსის შედგენა;
  • საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის გამოთვლა;
  • ინფორმაციის შეგროვება საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების შესადგენად;
  • კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენება.

 

8. დასაქმების სფერო:

                ბუღალტერ-მოანგარიშის საგანმანათლებლო პროგრამით სერტიფიცირებული სპეციალისტი შესაძლებელია დასაქმდეს კერძო ბიზნესში შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად:

  • აღმრიცხველი;
  • მოანგარიშე;
  • ბუღალტრის მოადგილე (სათანადო გამოცდილების დაგროვების შემდეგ);
  • მოლარე;
  • საწყობის გამგე (მეკუჭნავე);
  • მნე და სხვ.

 

9. სასწავლო გეგმა

საგანმანათლებლო კურსი შედგება ზოგადი, საბაზისო და არჩევითი მოდულებისაგან.

9.1. ზოგადი მოდული

ზოგადი მოდული აერთიანებს სამ საგანს:

#

საგნის დასახელება

სულ საათი

სალექციო საათები

პრაქტიკული საათები

1

ეკონომიკის საფუძვლები

30

15

15

2

ბიზნესის სამართალი

20

16

4

3

უცხო ენა

108

36

72

 

სულ

158

67

91

* სილაბუსი საგნების მიხედვით თან ერთვის.

* ზოგადი მოდულის მოცულობა და გეგმა თან ერთვის.

 

                ზოგადი მოდულის მიზანია გააცნოს სტუდენტს ძირითადი ეკონომიკური ტერმინები, საბაზრო ეკონომიკის კანონები, მეწარმეობის არსი, ბიზნეს-ერთეულების მიზანი, მოტივი და მათი ჩამოყალიბება-ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები.

                ზოგადი მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს ცოდნას ბიზნესის წარმოების ფუნდამენტურ საკითხებში.

9.2. საბაზისო მოდული

საბაზისო მოდული მოიცავს ექვს საგანს:

#

საგნის დასახელება

სულ საათი

სალექციო საათები

პრაქტიკული საათები

1

საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები

20

12

8

2

ფინანსური აღრიცხვა

36

18

18

3

ფინანსური ანგარიშგების შედგენის პრინციპები

14

6

8

4

საგადასახადო დაბეგვრა

40

20

20

5

კომპიუტერული პროგრამები

44

14

30

6

საბუღალტრო პროგრამა `ორისი~

18

8

10

 

 

 

 

 

 

სულ

172

78

94

* სილაბუსი საგნების მიხედვით თან ერთვის.

* საბაზისო მოდულის მოცულობა და გეგმა თან ერთვის.

 

                                საბაზისო მოდული აერთიანებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და მომიჯნავე დისციპლინებს ისეთი მოცულობით, რაც აუცილებელი და საკმარისია ბუღალტერ-მოანგარიშის პროფესიული ცოდნის მისაღებად.

                საბაზისო მოდულის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების შესწავლის საფუძველზე სტუდენტს მისცეს ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში.

                საბაზისო მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს ცოდნას ბუღალტრული აღრიცხვის ფუნდამენტურ საკითხებში. სტუდენტმა უნდა შეძლოს:

  • სააღრიცხვო-ეკონომიკური კატეგორიების შინაარსის გადმოცემა;
  • ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის არსობრივი განსხვავება;
  • სამეურნეო ოპერაციის აღქმა, შეფასება და ბუღალტრულ ანგარიშებში ჩაწერა;
  • საკალკულაციო აღრიცხვის ტექნიკის გამოყენება;
  • კომპიუტერული ბუღალტერიის სააღრიცხვო რეგისტრების გარჩევა, წაკითხვა, აღქმა და გამოყენება;
  • დაბეგვრის ობიექტის დადგენა, დასაბეგრი ბაზისა და გადასახადის ოდენობის დადგენა.

9.3. არჩევითი მოდული

                არჩევითი მოდულის მიხედვით სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა არჩეული საგნის მიხედვით შეიძინოს ცოდნა ეკონომიკური ანალიზის ან აუდიტის მიმართულებით.

 

 

#

საგნის დასახელება

სულ საათი

სალექციო საათები

პრაქტიკული საათები

1

ეკონომიკური ანალიზის საფუძვლები

20

8

12

2

აუდიტის საფუძვლები

20

8

12

 

სულ

40

16

24

* სილაბუსი საგნების მიხედვით თან ერთვის.

* არჩევითი მოდულის მოცულობა და გეგმა თან ერთვის.

 

                არჩევითი მოდულის მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალისტის კვალიფიკაციის ამაღლებას. დაანახოს სტუდენტს პროფესიული დახელოვნების საჭიროება და შეუქმნას სწავლის გაგრძელების მოტივაცია.

                არჩევითი მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტმა უფრო ნათლად უნდა დაინახოს, რომ მისი პროფესია არ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების აღრიცხვით და შესაძლებელია ციფრებს მიღმა არსებული რეალობის ნათლად დანახვა.

 

10. პრაქტიკა

                საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი გაივლის სასწავლო პრატიკას, სამუშაო ადგილის სიმულაციას და საწარმოო პრაქტიკას.

10.1 სასწავლო პრატიკა          

                სასწავლო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის დამაგრებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;

                სასწავლო პრაქტიკა ჩატარდება სასწავლო დაწესებულებაში ინსტრუქტორების მეთვალყურეობით.

 

10.2 სამუშაო ადგილის სიმულაცია

                “სამუშაო ადგილის სიმულაცია” ეს არის საფინანსო სკოლის მიერ დამუშავებული ვირტუალური კომპანიის მაგალითი, კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის  ოპერაციების ბუღალტრული ასახვითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით. სტუდენტს გამოეყოფა ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აუცილებელი ორგტექნიკით და იმუშავებს ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. სიმულაცის პროგრამით მუშაობისას სტუდენტს მოუწევს ვირტუალური კომპანიის დირექტორის, მენეჯერის, წარმოების უბნის უფროსის, ბუღალტრის ფუნქციების შესწავლა-შესრულება. შიდა და გარე მოხმარების ანგარიშგებების და საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშების მრავალჯერადი მომზადებით სტუდენტი გამოიმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.

10.3 საწარმოო პრაქტიკა

                საწარმოო პრაქტიკის მიზანია სტუდენტს გააცნოს მისი მომავალი სამუშაო ადგილი, შესასრულებელი ფუნქციები და დაეხმაროს ამ ფუნქციების შესრულების უნარ-ჩვევების გამომუშავბაში.

                საწარმოო პრატიკას სტუდენტები გაივლიან სხვადასხვა კომპანიების საფინანსო-საბუღალტრო სამსახურებში.

                საწარმოო პრაქტიკის გავლის დროს სტუდენტმა უნდა გამოიმუშაოს შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • ცალკეული სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტური გაფორმება;
  • პირველადი დოკუმენტის შემოწმება და ხარვეზის გამოვლენა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის სრულყოფილად გამოყენება;
  • საბუღალტრო დოკუმენტების დახარისხება და აკინძვა;
  • საბუღალტრო რეგისტრების მომზადება;
  • დასკვნითი ოპერაციების გატარება და ბუღალტრული ანგარიშების დახურვა;
  • საცდელი ბალასის მომზადება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვება.

 

საწარმოო პრაქტიკის შინაარსი

#               

საწარმოო პრაქტიკის თემა

1               

პრაქტიკის ობიექტის სამეწარმეო გარემო

2               

სააღრიცხვო სისტემა და პოლიტიკა

3               

მართვის სტრუქტურა

4               

გრძელვადიანი აქტივების შეძენა, ცვეთის მეთოდის შერჩევა და ცვეთის დარიცხვა

5                

მარაგის შეძენის ოპერაციები

6               

მარაგის მოძრაობის აღრიცხვა

7               

წარმოების პროცესის აღრიცხვა

8               

პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია

9               

გაყიდვების აღრიცხვა

10               

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია

11               

სახელფასო პოლიტიკა და ხელფასებთან დაკავშირებული ოპერაციები

12               

საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია

13               

სალაროს ოპერაციები

14               

ბანკის ოპერაციები

15               

მოთხოვნების აღრიცხვა და შედარებების ჩატარება

16               

ვალდებულებების აღრიცხვა და შედარებების ჩატარება

17               

საბუღალტრო რეგისტრების ფორმირება

18               

საცდელი ბალანსი

19               

მოგება _ მოგების გადასახადის დეკლარაცია; მოგებისა და ზარალის ანგარიშგება

20               

ფულადი ნაკადების ანგარიშგება

22               

შემაჯამებელი მუშაობა (პრაქტიკის ანგარიშის მომზადება)

23               

უნარ-ჩვევის დემონსტრირება (პრაქტიკის შეფასება)

 

 

 

 

11. ადამიანური რესურსები

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის  გათვალისწინებულია შემდეგი ადამიანური რესურსები:

  • განათლების კორდინატორი;
  • ოფისის მენეჯერი;
  • მასწავლებელი ლექციების ჩასატარებლად ყველა საგანში;
  • სასწავლო პრაქტიკის ინსტრუქტორი – პრაქტიკას დაქვემდებარებული საგნების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილის სიმულაციის ინსტრუქტორი.

 

12. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

                პროგრამის ეფექტურობისათვის სალექციო მეცადინეობა და სასწავლო პრაქტიკა ჩატარდება 24 სტუდენტისათვის. უცხო ენა სამუშაო ადგილის სიმულაცია ჩატარდება 12 სტუდენტისათვის. ამ პრინციპის გათვალისწინებით, პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებულია:

  • ერთი სალექციო აუდიტორია 30 მ2;
  • ერთი კომპიუტერის ოთახი  20 მ2;
  • 12 პერსონალური კომპიუტერი
  • ერთი პროექტორი

 

13. სტუდენტთა ცოდნის შეფასება და საკვალიფიკაციო გამოცდა

                პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება რამდენიმე ეტაპად, შულედური ტესტირებით, ვირტულური კომპანიის პრეზენტაციით და საკვალიფიკაციო ტესტირებით.

               

13.1 შუალედური ტესტირება

                პროგრამის ფარგლებში შუალედური ტესტირებები ჩატარდება ყველა საგანში საგნის დამთავრებიდან 5-10 დღის ვადაში, ხოლო უცხო ენაში შუალედური ტესტირება ჩატარდება ყოველთვიურად, თვის დამთავრებიდან 5 დღის განმავლობაში.  ტესტირება ტარდება სხვა საგანში სასწავლო პროცესის შეუწყვეტლად.

                შეფასებისათვის შედგენილმა ტესტმა უნდა მოიცვას კურსის შინაარსში გათვალისწინებული ყველა საკითხი, იმ პირობით, რომ ტესტში შეტანილი საკითხებზე პასუხი ნათლად ასახავდეს სტუდენტის მიერ მიღებულ ცოდნას და ამ ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობებს.

                ტესტი ფასდება 100 ქულით. დადებით შეფასებად ჩაითვლება 51 და მეტი ქულა.

თუ სტუდენტი ვერ უპასუხებს თითოული საგნის შუალედური ტესტის 51%-ს, ითვლება ჩაჭრილად. სტუდენტებს ვინც ვერ გადალახა შეფასების კრიტერიუმი ან არ აკმაყოფილებს მიღებული შეფასება შეუძლიათ განმეორებით ტესტირებაზე მონაწილეობის მიღება.

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი განმეორებით ტესტირებაზეც ვერ გადალახავს ზემოთ აღნიშნულ ბარიერს მას უწყდება სტუდენტის სტატუსი.

 

                                13.2 საწარმოო პრაქტიკის და ვირტუალური კომპანიის პრეზენტაცია

                სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პრაქტიკის პრეზენტაცია, როგორ ხდება იმ საწარმოში სადაც გაიარა პრაქტიკა ფულადი სახსრების, მოთხოვნების, მარაგების, ძირითადი საშუალებების, ვალდებულებების, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა.

                ასევე, სტუდენტი სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ირჩევს ვაჭრობის, მომსახურების, მშენებლობის ან სხვა სფეროს სამეურნეო სუბიექტს, ქმნის საბუღალტრო პროგრამაში ვირტუალურ კომპანიას და აკეთებს თავისი შეხედულებისამებრ ამ კომპანიის სამეურნეო ოპერაციების ამსახველ საბუღალტრო გატარებებს, ქმნის პირველად დოკუმენტებს, ავსებს საგადასახადო დეკლარაციებს და ადგენს გარე და შიგა მოხმარების ანგარიშგებებს. მომზადებულ პაკეტს წარმოადგენს პრეზენტაციის სახით.

 

13.3  საკვალიფიკაციო გამოცდა

                სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულს სტუდენტი აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას.

                საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნება საწარმოო პრაქტიკის დამთავრებიდან 10-15 დღის ვადაში. ეს პერიოდი სტუდენტს ეძლევა გამოცდებისათვის მოსამზადებლად. მოსამზადებელ პერიოდში დაინიშნება კონსულტაციები საგამოცდო საგნებში.

                საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა:

  • სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის მოსმენა;
  • დასწრება სალექციო და პრაქტიკულ მეცადინეობების არანაკლებ 70%-სა;
  • ტესტებში დადებითი შეფასება (ყველა საგანში რომელიც ფასდება ტესტირებით);
  • მიღებული პრაქტიკის დემონსტრირება (საწარმოო პრაქტიკის ანგარიშის პრეზენტაცია).

                საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება  სამ ეტაპად.

პირველი ეტაპის გამოცდა აერთიანებს მოდულის შემდეგ საგნებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები
  • ფინანსური აღრიცხვა
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენის პრინციპები
  • საგადასახადო დაბეგვრა

                გამოცდა ტესტური ხასიათისაა და მისი მიზანია გამოავლინოს პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის სტუდენტის მიერ მიღწეული ცოდნის დონე. ტესტებმა უნდა უზრუნველყოს ცოდნის გამოვლენა ყველა საგანში. შესაბამისად, ყოველ საგანს დაეთმობა ტესტების მინიმუმ 10 პროცენტი. ტესტები შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. პირველი ეტაპის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. ასეთი სტუდენტი უფლებამოსილია ჩააბაროს მეორე ეტაპის გამოცდა.

მეორე ეტაპის გამოცდა მოიცავს კომპიუტერული ტექნიკისა და  ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებას. ამ ეტაპის გამოცდის მიზანია გამოავლინოს სტუდენტის უნარ-ჩვევები: კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაში; კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამის გამოყენებაში და პროფესიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

                გამოცდისათვის სტუდენტს მიეცემა დავალება, რომელიც შედგენილი იქნება ისეთი სტრუქტურითა და შინაარსით, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდის მიზნის მიღწევას.

                შესრულებული დავალება შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. მეორე ეტაპის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. ასეთი სტუდენტი უფლებამოსილია ჩააბაროს მესამე ეტაპის გამოცდა.

მესამე ეტაპის გამოცდა ჩატარდება უცხო ენაში. გამოცდა ტესტური ხასიათისაა და მისი მიზანია გამოავლინოს სტუდენტის მიერ მიღწეული ცოდნის დონე. ტესტები შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. მესამე ეტაპის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. ასეთი სტუდენტი უფლებამოსილია მიიღოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

                შენიშვნა: საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარუმატებლობის ან საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის დაინიშნება დამატებითი გამოცდა.

 

13. სერტიფიცირება

                სტუდენტთა სერტიფიცირება ხდება საკვალიფიკაციო გამოცდებში დაგროვილი ქულების შესაბამისად შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

A -კატეგორია  –  91 – 100 ქულა

B -კატეგორია  –  81 – 90 ქულა

ჩ -კატეგორია  –  71 – 80 ქულა

D -კატეგორია  –  61 – 70 ქულა

E -კატეგორია  –  51 – 60 ქულა

 

 

გაქვთ შეკითხვა? ნებისმიერი საკითხზე