✅ ორის ბუღალტერია არის საბუღალტრო ოპერაციების შესასრულებლად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა
საბუღალტრო პროგრამა ორისი/ORIS გამოირჩევა მოქნილობით და მაღალი საიმედოობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი მხრივ, მარტივად გადაწყვიტონ საბუღალტრო ამოცანები მისი სირთულეების გათვალისწინებით და მეორე მხრივ დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ადვილად შექმნან არატიპიური ამოცანების გადაჭრის გზები . .
არსებობს ორისი/ORIS ბუღალტერიის ორი ვარიანტი - "ორის ბუღალტერია 7" და "ორის ბუღალტერი 5". ორის ბუღალტერი 7 არის ახალი, ორის ბუღალტერია 5-თან შედარებით განვითარებული პროგრამული პროდუქტი. ის შექმნილია ახალ პლატფორმაზე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით. მასში დამატებულია ტექნოლოგიური და ფუნქციონალური სიახლეები, ასევე ახალი ლიცენზიის ტიპები.
✅ კომპანია "შპს სტორნო აუდიტი" - ორისის ოფიციალური დილერი აჭარაში ®.
✅ საჭიროების შემთხვევაში, ორისის მომხმარებლებეს გაეწევა მხარდაჭერითი მომსახურება.
✅ იხილეთ განსხვავებები "ორის ბუღალტერია 7" და "ორის ბუღალტერია 5"-ს შორის:
✅ იხილეთ "ორისი 5" და "ორისი 7"-ის ფასები
ორის ბუღალტერია 5 | ორის ბუღალტერია 7 | ||||||||
პროგრამული სპეციფიკაციები | |||||||||
ოპერაციები ინახება ორმაგი გატარების სახით | ოპერაციები ინახება T ოპერაციის სახით. აღარ არის საჭირო ტრანზიტული ანგარიშების გამოყენება საწყობებს/პროექტებს შორის ბრუნვისთვის და ანალიტიკასთან დაკავშირებული მოქმედების შესასრულებლად. | ||||||||
ბალანსგარეშე გატარება ორმაგი გატარების სახით | T ოპერაციაში ერთი გატარების ჩანაწერით. არ საჭიროებს დაბალანსებას. | ||||||||
ერთი ბაზური (სააღრიცხვო)ვალუტა | ორი ბაზური(სააღრიცხვო)ვალუტა. ფინანსური ანალიზი (კონსოლიდაცია) არა მარტო ლარში არამედ სხვა (მაგ USD ან EUR) ვალუტაში ისტორიული კურსით აღრიცხული ექვივალენტების მიხედვით. ანგარიშების ნაშთების გადაფასება ორივე სააღრიცხვო ვალუტის მიმართ | ||||||||
თვითღირებულება თითოეული საწყობის მიხედვით | თვითღირებულება როგორც თითოეული, ასევე ჯგუფური ღირებულების ცენტრის (საწყობის) მიხედვით. შესაძლებელია საგნის საერთო თვითღირებულების თანხლება, მაგალითად საბაჟოზე ან რეგიონში მდებარე რამდენიმე საწყობში. | ||||||||
საქონელს, ორგანიზაციებს და სისტემის პარამეტრებს არ აქვს მახასიათებელი [დღგ-ს ტიპი] | სისტემის მფლობელ ორგანიზაციას, საგნებს, დებიტორ/კრედიტორებს აქვთ [დღგ-ს ტიპი], რომლის საშუალებითაც მენეჯერული ოპერაციები თვითონ განსაზღვრავენ საგნის ღირებულებიდან დღგ-ს სიდიდეების გამოთვლას და გამოყოფას. | ||||||||
სამეურნეო ოპერაციები | |||||||||
ერთ ეკრანზე ერთი შეკითხვა | ერთ ეკრანზე ბევრი შეკითხვა. ცხრილების თანხლება დამხმარე სიებზე გასვლით. | ||||||||
ტექნიკური განსხვავებები | |||||||||
კლავიატურის თანხლება FI განლაგებაზე | კლავიატურის თანხლება KA განლაგებაზე. არ საჭიროებს კლავიატურის დამატებითი დრაივერის ინსტოლაციას | ||||||||
Oris, Geo_times, SPLiteraturuli ფორნტების თანხლება | უნიკოდის თანხლება. არ საჭიროებს დამატებითი ფონტების ინსტოლაციას | ||||||||
Topspeed მონაცემთა ბაზა. ქსელში მუშაობის ფაილ/სერვერული ტექნოლოგია. მოსახერხებელია მონაცემთა ბაზის მიგრაციისთვის. | SQLCe და MSSQL მონაცემთა ბაზა. ქსელში მუშაობის კლიენტ/სერვერული ტექნოლოგია. ერთ კომპიუტერიან რეჟიმში SQLCe უფრო მოსახერხებელია ვიდრე Topspeed, რადგან გამოიყენება SQL ენა და მონაცემთა ბაზა განლაგებულია ერთ ფაილში. ქსელურ რეჯიმში MSSQL კლიენტ/სერვერული ტექნოლოგია უფრო მდგრადია ქსელური ხარვეზების მიმართ. | ||||||||
კომპანია "შპს სტორნო პლიუსი" - ORIS ოფიციალური დილერი აჭარში ® |
☎ დაგვიკავშირდით
✔ მობ: 579 33 32 22, ✔ ტელ: 0422 27 88 99
✔ ელ-ფოსტა: oris@storno.ge