საბუღალტრო პროგრამების დანერგვა
საბუღალტრო პროგრამების სწორი დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხსა და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობას.
აღნიშნული პროცესი მოიცავს:
✅ საბუღალტრო პროგრამაში კომპანიის სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით მოხერხებული და ეფექტური ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის შექმნას.
✅ აღრიცხვის მუშაკთა ტრეინინგს საბუღალტრო პროგრამაში.
✅ ყველა მომხმარებლისათვის ინდივიდუალურად ტიპიური ოპერაციების აწყობას, რომელიც გულისხმობს თითოეული მომხმარებლის მუშაობის ორგანიზებასა და მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლას.
✅ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობის განსაზღვრას, პროგრამაში მათი სამუშაო მენიუებს, ბრძანებებს, ანგარიშებს და სხვა.
სადისტრიბუციო კომპანიების აღრიცხვის სისტემების დანერგვა
სადისტრიბუციო კომპანიებს ვთავაზობთ მრავალფუნქციური პროგრამის დანერგვას, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას და მნიშნელოვნად შეამცირებს ადამიანური რესურსების დანახარჯებს.
რა უპირატესობა აქვს პროგრამის დანერგვას:
✅ კავშირი საგადასახადო პორტალთან - პროგრამა ინტეგრირებულია RS.ge-სთან, რაც ამარტივებს შესყიდვის და გაყიდვის ოპრაციების ავტომატურ შესრულებას.
✅ კავშირი მომსახურე ბანკებთან - აღნიშნული ფუნქცია საშუალებას იძლევა ავტომატურად ჩამოიტვირთოს შესრულებული საბანკო ოპერაციები.
✅ სავაჭრო აგენტის აპლიკაცია - საშუალებას იძლევა მობილური აპლიკაციიდანვე მოხდეს შეკვეთების აღება, რეალაზაციის ატვირთვა RS.ge-ზე, მყიდველებისგან თანხის მიღების ოპერაციის შესრულება, მარშუტების დაგეგმვა, დავალიანების და მიწოდების კონტროლი და ა. შ.
✅ სხვადასხვა საწყობის მართვა - პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ერთდროულად სხვადასხვა საწყობის მართვა და ნაშთების კონტროლი.
✅ ინვენტარიზაციის მოდული - მოდული საშუალებას იძლევა სკანერის საშუალებით მოხდეს ინვენტარიზაცია და შედეგები ავტომატურად დაგენერირდეს სისტემაში.
✅ კავშირი ბუღალტერიასთან - მომხმარებლების მიერ განხორციელებული ოპერაციები ავტომატურად აისახება საბუღალტრო გატარებებით პროგრამაში.
✅ მენჯმენტ რეპორტები - პროგრამაში შესაძლებელია მენეჯმენტის მოთხოვნის მიხედვით რეპორტების აწყობა, კერძოდ: გაყიდვების, შესყიდვების, ფულის მოძრაობის, დავალიანების კონტროლის და ა.შ.
სასტუმროს აღრიცხვის სისტემების დანერგვა
გთავაზობთ სასტუმროს მართვის მრავალფუნქციურ პროგრამას. იგი აერთიანებს მიმღების, ოთახების რეზერვაციის ფუნქციას, დალაგების და ინციდენტების მართვას, საკონფერენციო დარბაზების მართვას, კაფე-რესტორანს, საწყობსა და ბუღალტრულ აღრიცხვას.
რა უპირატესობა აქვს პროგრამის დანერგვას:
✅ კავშირი საგადასახადო პორტალთან - პროგრამა ინტეგრირებულია RS.ge-სთან, რაც ამარტივებს შესყიდვის და გაყიდვის/მომსახურების ოპრაციების ავტომატურ შესრულებას, ავტომატურად აგენერირებს ანგარიშ-ფაქტურებს.
✅ კავშირი მომსახურე ბანკებთან - აღნიშნული ფუნქცია საშუალებას იძლევა ავტომატურად ჩამოიტვირთოს შესრულებული საბანკო ოპერაციები.
✅ ჯავშნების სისტემა - ამარტივებს სხვადასხვა არხებიდან შემოსული ჯავშნების გაერთიანებას ერთ სისტემაში.
✅ სტუმრების და ოთახების კონტროლი - სტუმრების შემოსვლის და გასვლის კონტროლი, ინფორმაცია სტუმრის შესახებ, რეზერვაციების აღრიცხვა/გაუქმება/წაშლა/ცვლილებების შეტანა, დაკავებული, თავისუფალი და დაჯავშნილი ნომრების კონტროლი, ოთახების დალაგების კონტროლი და სხვა.
✅ მომსახურებების დარიცხვა ნომერზე - კვების, მინიბარის, რუმ სერვისის და სასტუმროს სხვა მომსახურების დარიცხვა ნომერზე.
✅ რესტორნის მოდული - მოდული გიმარტივებთ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების კონტროლს. მენიუს მიხედვით შეყვანილი პროდუქციის კალკულაციების მიხედვით ხდება ჩამოწერა რეალურ რეჟიმში, რაც საშუალებას გაძლევთ მუდმივად აკონტროლოთ ნედლეულის ნაშთები.
✅ კავშირი ბუღალტერიასთან - მომხმარებლების მიერ განხორციელებული ოპერაციები ავტომატურად აისახება საბუღალტრო გატარებებით პროგრამაში.
✅ მენჯმენტ რეპორტები - პროგრამაში შესაძლებელია სტანდარტული რეპორტების გარდა მენეჯმენტის მოთხოვნის მიხედვით ნებისმიერი რეპორტის აწყობა.
კაფე-რესტორნის აღრიცხვის სისტემების დანერგვა
გთავაზობთ კაფე-რესტორნების მართვის პროგრამების დანერგვას, რომელიც მორგებულია ყველა სახის კვების ობიექტზე.
რა უპირატესობა აქვს პროგრამის დანერგვას:
✅ კავშირი საგადასახადო პორტალთან - პროგრამა ინტეგრირებულია RS.ge-სთან, რაც ამარტივებს შესყიდვის და გაყიდვის/მომსახურების ოპორაციების ავტომატურ შესრულებას, ავტომატურად აგენერირებს ანგარიშ-ფაქტურებს.
✅ კავშირი მომსახურე ბანკებთან - აღნიშნული ფუნქცია საშუალებას იძლევა ავტომატურად ჩამოიტვირთოს შესრულებული საბანკო ოპერაციები.
✅ შეკვეთის მიღება - POS მოდულის საშუალებით შეკვეთის მიღებისას, სამზარეულოში და ბარში ავტომატურად იგზავნება შეკვეთა, რომელიც მნიშნელოვნად ამცირებს დროის დანანხარჯს, გამორიცხავს შეცდომის ალბათობას. შესაძლებელია მიეთითოს კერძების გამოსვლის თანმიმდებვრობა, საშუალება აქვს მაგიდების გაერთიანების, გაყოფის, ჯავშნის აღების და ა. შ.
✅ მენიუს მართვა - შესაძლებელია პროდუქციის კატეგორიების შექმნა, რეცეპტების მართვა, პროდუქტზე კომენტარების გაწყობა, პროდუქტის პრინტერთან დაკავშირება.
✅ ნედლეულის და პროდუქციის მართვა - შესაძლებელია მიღებული ნედლეულის ავტომატური შესყიდვა, საწყობებს შორის მოძრაობების განხორციელება, პროდუქციის წარმოება რეცეპტების მიხედვით, ინვენტარიიზაციის ჩატარება და შედეგების ავტომატური გენერირება.
✅ კავშირი ბუღალტერიასთან - მომხმარებლების მიერ განხორციელებული ოპერაციები ავტომატურად აისახება საბუღალტრო გატარებებით პროგრამაში.
✅ მენჯმენტ რეპორტები - პროგრამაში შესაძლებელია სტანდარტული რეპორტების გარდა მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად ნებისმიერი რეპორტის აწყობა.
ვაჭრობის აღრიცხვის სისტემების დანერგვა
გთავაზობთ მრავალფუნქციური ვაჭრობის მართვის პროგრამების დანერგვას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მაღაზიებში, მარკეტებში, საწყობებსა და აფთიაქებში.
რა უპირატესობა აქვს პროგრამის დანერგვას:
✅ კავშირი საგადასახადო პორტალთან - პროგრამა ინტეგრირებულია RS.ge-სთან, რომელიც ამარტივებს შესყიდვისა და გაყიდვის/მომსახურების ოპრაციების ავტომატურ შესრულებას, ავტომატურად აგენერირებს ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს.
✅ კავშირი მომსახურე ბანკებთან - აღნიშნული ფუნქცია საშუალებას იძლევა ავტომატურად ჩამოიტვირთოს შესრულებული საბანკო ოპერაციები.
✅ მოლარის პანელი - მოლარის მარტივი ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ მარტივად გაატაროთ რეალიზაცია სკანერით, გააკონტროლოთ ობიექტზე არსებული ნაშთები, გააკონტროლოთ პროდუქციის სერიები და ვადები, მიუთითოთ პროდუქციას ადგილი თაროზე მარტივად მოძებნის მიზნით, დაუკავშიროთ მოდული სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებს, გააკონტროლოთ რიგები, გამოიყენოთ სხვადასხვა გადახდის მეთოდები, მართოთ ფასები და ფასდაკლებები და ა. შ.
✅ ლოიალობის სისტემა - დაგროვების და ფასდაკლებების სისტემის ინტეგრირება შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელს განსაკუთრებული სტატუსი და ბენეფიტები მიანიჭოთ.
✅ სხვადასხვა საწყობის მართვა - პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ერთდროულად სხვადასხვა საწყობების მართვა და ნაშთების კონტროლი.
✅ ინვენტარიზაციის მოდული - მოდული საშუალებას იძლევა სკანერის საშუალებით მოხდეს ინვენტარიზაცია და შედეგები ავტომატურად დაგენერირდეს სისტემაში.
✅ კავშირი ბუღალტერიასთან - მომხმარებლების მიერ განხორციელებული ოპერაციები ავტომატურად აისახება საბუღალტრო გატარებებით პროგრამაში.
✅ მენჯმენტ რეპორტები - პროგრამაში შესაძლებელია მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად რეპორტების აწყობა, კერძოდ: გაყიდვების, შესყიდვების, ფულის მოძრაობის, დავალიანების კონტროლის და ა.შ.