✅სპეციალობა - ბუღალტერთა გადამზადების პროგრამა ორიენტირებულია ბუღალტერის სპეციალობის დაუფლების მსურველი პრეტენდენტების მომზადებაზე.
↘ დარეგისტრირდი სასწავლო პროგრამაზე
✅ კვალიფიკაცი - პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება ბუღალტერის კვალიფიკაცია. მიღებული კვალიფიკაცია საკმარისია კურსდამთავრებულმა შეძლოს ბუღალტრის ასისტენტის ფუნქციების შესრულება ბუღალტრის ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობის პირობებში.
✅სწავლების ხანგრძლივობა - პროგრამის ფარგლებში სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს (24 სამუშაო კვირას)
✔ თეორია – 70 საათი,
✔ სასაწავლო პრაქტიკა 60 საათი,
✔ სამუშაო ადგილის სიმულაცია 90 საათი.
✔ პროგრამა ORIS 18 საათი
❎ სასწავლო დატვირთვა კვირაში: 3 დღე
❎ სასწავლო დატვირთვა დღეში: 2 საათი
✅პროგრამის მიზანია ბუღალტრის პროფესიის საწყისი საფეხურის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება.
✔ შესძინოს სტუდენტს:
☑ ეკონონომიკური კატეგორიებისა და სამეწარმეო საქმიანობის ცოდნა;
☑ ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა
✔ განუვითაროს სტუდენტს:
☑ სამეურნეო ოპერაციის აღქმისა და შეფასების უნარი;
☑ სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტირების უნარი;
☑ ბუღალტრული დოკუმენტების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის უნარი;
☑ საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციის ასახვის უნარი;
☑ ბუღალტრული ანგარიშების დახურვის უნარი;
☑ საცდელი ბალანსის შედგენის უნარი;
☑დანახარჯების კლასიფიკაციის, პერიოდიზაციისა და თვითღირებულების კალკულაციის უნარი;
☑ კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენების უნარ-ჩვევა.
✅სწავლების შედეგი - ბუღალტერთა გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ეცოდინება და შეეძლება:
✔ საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი მსგავსება და განსხვავება;
✔ ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების პრინციპები;
✔ ფინანსური ანგარიშგების ძირითადი დაშვებები;
✔ ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები;
✔ ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების არსი და მნიშვნელობა;
✔ ფინანსური ანგარიშგების საქართველოში მოქმედი სტანდარტების ძირითადი მიდგომები;
✔ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი მოთხოვნები;
✔ თვითღირებულების კალკულაციის მეთოდები.
✔ პირველადი საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტების შედგენა;
✔ სალაროს წიგნის წარმოება;
✔ პირველადი დოკუმენტების ინფორმაციის ასახვა ბუღალტრულ რეგისტრებში;
✔ ბუღალტრული ანგარიშების ნაშთის განსაზღვრა;
✔ ბუღალტრული ანგარიშების დახურვა და ნაშთების გადატანა;
✔ დებიტორებთან და კრედიტორებთან ნაშთის შედარება;
✔ საქონლის/პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება;
✔ საცდელი ბალანსის შედგენა;
✔ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის გამოთვლა;
✔ ინფორმაციის შეგროვება საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების შესადგენად;
✔ კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენება.
✅პრაქტიკა - ბუღალტერთა გადამზდების პროგრამის ფარგლებში სტუდენტი გაივლის სასწავლო პრაქტიკას და სამუშაო ადგილის სიმულაციას.
✅ სასწავლო პრატიკა
✔ სასწავლო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის დამაგრებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;
✔ სასწავლო პრაქტიკა ჩატარდება სასწავლო დაწესებულებაში ინსტრუქტორების მეთვალყურეობით.
✅ სამუშაო ადგილის სიმულაცია - „სამუშაო ადგილის სიმულაცია“ ეს არის საფინანსო სკოლის მიერ დამუშავებული ვირტუალური კომპანიის მაგალითი, კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის ოპერაციების ბუღალტრული ასახვითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით. სტუდენტს გამოეყოფა ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აუცილებელი ორგტექნიკით და იმუშავებს ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. სიმულაცის პროგრამით მუშაობისას სტუდენტს მოუწევს ვირტუალური კომპანიის დირექტორის, მენეჯერის, წარმოების უბნის უფროსის, ბუღალტრის ფუნქციების შესწავლა-შესრულება. შიდა და გარე მოხმარების ანგარიშგებების და საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშების მრავალჯერადი მომზადებით სტუდენტი გამოიმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.
სამუშაო ადგილის სიმულაციის გავლის დროს სტუდენტმა ჩამოუყალიბდება შემდეგი უნარ-ჩვევები:
✔ ცალკეული სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტური გაფორმება;
✔ პირველადი დოკუმენტის შემოწმება და ხარვეზის გამოვლენა;
✔ ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის სრულყოფილად გამოყენება;
✔ საბუღალტრო დოკუმენტების დახარისხება და აკინძვა;
✔ საბუღალტრო რეგისტრების მომზადება;
✔ დასკვნითი ოპერაციების გატარება და ბუღალტრული ანგარიშების დახურვა;
✔ საცდელი ბალასის მომზადება;
✔ საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვება.
✅დამატებითი პრაქტიკა და ვირტუალური კომპანიის შექმნა - სტუდენტთა ჯგუფი სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ირჩევს ვაჭრობის, მომსახურების, მშენებლობის ან სხვა სფეროს სამეურნეო კომპანიას, ქმნის საბუღალტრო პროგრამაში ვირტუალურ კომპანიას და აკეთებს თავისი შეხედულებისამებრ ამ კომპანიის სამეურნეო ოპერაციების ამსახველ საბუღალტრო გატარებებს, ქმნის პირველად დოკუმენტებს, ავსებს საგადასახადო დეკლარაციებს და ადგენს გარე და შიგა მოხმარების ანგარიშგებებს. მომზადებულ პაკეტს წარმოადგენს პრეზენტაციის სახით.
✅ შენიშვნა: საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარუმატებლობის ან საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის დაინიშნება დამატებითი გამოცდა.
✅ კურსის საფასური: ყოველთვიური გადახდით 350 ლარი თვეში
↘ დარეგისტრირდი სასწავლო პროგრამაზე
☎ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
✔ მობ: 568 00 01 44;
✔ ტელ: 0422 27 88 99