საბუღალტრო მომსახურება
კომპანიებს, რომლებსაც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილზე არ ესაჭიროებათ ბუღალტერი, ჩვენ ვთავაზობთ მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში. ხოლო კომპანიებს, რომლებსაც საქმიანობიდან გამომდინარე ადგილზე ესაჭიროებათ საბუღალტრო სამსახური, ვთავაზობთ გუნდის დაკომპლექტებას გამოცდილი ფინანსისტებით, ბუღალტრებით, იურისტებითა და ოპერატორებით.
აღნიშნული სპეციალისტები, ჩვენი კომპანიის მითითებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ადგილზე აწარმოებენ სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, მოამზადებენ საგადასახადო დეკლარაციებს და კომპანიის ხელმძღვანელობისათვის საჭირო სხვა ინფორმაციას.
რა უპირატესობა აქვს ჩვენთან თანამშრომლობას:
✅ თქვენ მოგემსახურებათ არა ერთი ბუღალტერი, არამედ მაღალკვლიფიციური სპეციალეტების მთელი გუნდი, კერძოდ: თქვენ მიიღებთ პროფესიონალი იურისტების, ფინანსისტების, აუდიტორების და საგადასახადო სპეციალისტების მომსახურებას და კონსულტაციებს.
✅ ყოველი საანგარიშგებო თვის ბოლოს მიიღებთ თქვენი კომპანიის შესახებ სრულ ფინანსურ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაანალიზოთ პროცესები და მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილებები.
✅ ჩვენი კომპანიის შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტორები ყოველკვარტალურად გადაამოწმებენ თქვენი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის სიზუსტეს და მათ შესაბამისობას საგადასახადო კანონმდებლობასთან.
✅ ჩვენთან გადახდილი მომსახურების ღირებულება გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ბუღალტერის ხელფასზე, საკანცელარიო, საბუღალტრო ფორმებზე და საბუღალტრო პროგრამის შეძენაზე გაწეული ხარჯი.
ბუღალტერიის აღდგენა
ეს მომსახურება განკუთვნილია მათთვის, ვინც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ არ აქვს ნაწარმოები საბუღალტო აღრიცხვა. საჭიროებს წარსულში მომხდარი სამეურნეო ოპერაციების და პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე არსებული ინფორმაციის აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამაში და წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.
რა უპირატესობა აქვს ჩვენთან თანამშრომლობას:
✅ მომსახურება დასრულდება უმოკლეს ვადებში, რადგან მომსახურებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური გუნდი და არა ერთი სპეციალისტი.
✅ მომსახურების პროცესში გუნდი ჩვენს იურისტებთან და აუდიტორებთან გადის კონსულტაციებს, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს საგადასახადო რისკებს.
შიდა აუდიტორი
შეცდომის, გამორჩენის და საგადასახადო რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გთავაზობოთ შიდა აუდიტორის აუთსორსინგულ მომსახურებას, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება:
ა) ყოველთვიურად კომპანიაში პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოებული სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვის მართებულობის შემოწმება.
ბ) კომპანიის ბუღალტრის მიერ მომზადებული საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება, კერძოდ: დეკლარაციით გამოთვლილი გადასახადების მართებულობის დადგენა პირველადი დოკუმენტაციის, სამეურნეო ოპერაციების და საბუღალტრო ჩანაწერების შემოწმების გზით.
გ) კომპანიაში მიმდინარე სამეურნეო პროცესების, კონტროლის სისტემების ტესტირება და წერილობითი რეკომენდაციების გაცემა.
დ) ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომპანიის საფინანსო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობის და პასუხისმგებლობის განაწილება.
ე) ყოველი თვის დასრულებისთანავე ხელმძღვანელობისათვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.
ვ) ყოველი წლის ბოლოს ფინანსური ინფორმაციის კომპილაცია და ფინანსური ანგარიშგების პროექტის მომზადება.
ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის შექმნა
მომსახურების ფარგლებში დაგეხმარებით სააღრიცხვო წესების განსაზღვრაში, საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმების შემუშავებაში, მოხერხებული სააღრიცხვო სტრუქტურის შექმნასა და მის დანერგვაში. საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის თანამშრომლებისთვის ფუნქცია- მოვალეობების სწორად განაწილებაში.
ფინანსური ინფორმაციის კომპილაცია
მომსახურება მოიცავს დამკვეთის ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, კლასიფიცირებას, დაჯგუფებასა და წლიური ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადებას.
ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი მოიცავს:
ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება.
ბ) მოგება-ზარალის და სხვა სრული შემოსავლების ანგარიშგება.
გ) საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება.
დ) ფულადი ნაკადების ანგარიშგება.
ე) ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები.
საბუღალტრო აღრიცხვის ტესტირება
გთავაზობთ პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების, სამეურნეო პროცესების, კონტროლის სისტემების და საბურალტრო პროგრამაში განხორციელებული საბუღალტრო ჩანაწერების ტესტირებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ მათი ფუნქციონირების ეფეტურობა.
ტესტირების ჩატარების შემდეგ ჩვენი სპეციალისტი შეადგენს შესრულებული სამუშაოს, გამოვლენილი ხარვეზებისა და ჩვენი რეკომენდაციების შესახებ ანგარიშს.
☎ დაგვიკავშირდით
✔ მობ: 574 91 59 15, ✔ ტელ: 0422 27 88 99