სასწავლო კურსის სახელწოდება – ინფორმატიკა
სასწავლო კურსის მოცულობა – სასწავლო კურსი მოიცავს 60 საათს, მათ შორის სალექციო კურსი 15 საათი, პრაქტიკული 45 საათი
სასწავლო კურსის სტატუსი – საბაზისო
სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა – სასწავლო კურსის მოსმენა შეუძლია სტუდენტს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე
სასწავლო კურსის მიზანი
მსმენელებში თანამედროვე ინფორმაციული კულტურის საფუძვლის ფორმირება;
✅ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის მყარი უნარჩვევების გამომუშავება;
✅ მსმენელებისათვის კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების თანამედროვე საფუძვლებისა და მათი ძირითადი ელემენტების პრაქტიკული რეალიზაციის სწავლება პერსონალური კომპიუტერებისა და საერთო დანიშნულების პროგრამული პროდუქტების გამოყენებით.
✅ დისციპლინის შესწავლის შემდეგ მსმენელს თავისუფლად უნდა შეძლოს მუშაობა პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლად, საერთო დანიშნულების პროგრამული საშუალებების გამოყენებით;
✅ ფლობდეს ეკონომიკური ამოცანების ავტომატური გადაწყვეტის, საერთო დანიშნულების პროგრამული საშუალებების გამოყენებით ინფორმაციული ტექნოლოგიების დამუშავების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის, გარე ინფორმაციულ სისტემებთან ინტეგრაციის საშუალებათა საფუძვლებს.
მისაღწევი შედეგი _ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ მუშაობა პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლად, საერთო დანიშნულების პროგრამული საშუალებების გამოყენებით. Microsoft Windows XP (Professional)_ის, საოფისე პროგრამების: Word XP ტექსტური რედაქტორი და Excel XΡ ინფორმაციული ტექნოლოგიები ელექტრონულ ოფისში. Iნტრანეტ ქსელი. ფაილთა არქივირება. კომპიუტერული ვირუსი და ანტივირუსული პროგრამული საშუალებები. თარჯიმანი პროგრამები.
სასწავლო კურსის შინაარსი _ იხილეთ დანართი
სწავლების ფორმა _ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები, პრაქტიკული მეცადინეობები.
შეფასება და შეფასების კრიტერიუმები – სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდით. შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია გამოავლინოს სტუდენტის უნარ-ჩვევები: კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაში; პროფესიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.
გამოცდისათვის სტუდენტს მიეცემა დავალება, რომელიც შედგენილი იქნება ისეთი სტრუქტურითა და შინაარსით, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდის მიზნის მიღწევას.
შესრულებული დავალება შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას.
შუალედური გამოცდა – ჩატარდება საგნის დამთავრებიდან 5-10 დღის განმავლობაში. თუ სტუდენტი ვერ უპასუხებს ტესტის 51%-ს, ითვლება ჩაჭრილად. სტუდენტებს ვინც ვერ გადალახა შეფასების კრიტერიუმი ან არ აკმაყოფილებს მიღებული შეფასება შეუძლიათ განმეორებით ტესტირებაზე მონაწილეობის მიღება. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი განმეორებით ტესტირებაზეც ვერ გადალახავს ზემოთ აღნიშნულ ბარიერს მას უწყდება სტუდენტის სტატუსი.
საკვალიფიკაციო გამოცდა- დაინიშნება საწარმოო პრაქტიკის დამთავრებიდან 10-15 დღის ვადაში. ეს პერიოდი სტუდენტს ეძლევა გამოცდებისათვის მოსამზადებლად. მოსამზადებელ პერიოდში დაინიშნება კონსულტაციები საგამოცდო საგნებში. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. ასეთი სტუდენტი უფლებამოსილია მიიღოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ლიტერატურა:
1. დ. დევაძე, თ. ხინიკაძე, ზ. სურმანიძე. პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლები. ბათუმი: გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტი, 1999
2. ზ. სურმანიძე. ინფორმატიკა. ბათუმი: გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტი, 2002
3. დ. სიჭინავა _ მოკარნახე დამწყებთათვის (ინფორმატიკა) _ Microsoft Windows XP (Professional), Microsoft Word XP. თბილისი 2004
4. ს. რაზმაძე. Microsoft Windows 98 _ ინტერნეტზე ორიენტირებული კომპიუტერული სისტემა. მერანი 3. თბილისი, 2003
5. ს. რაზმაძე. ინტერნეტის თანამედროვე ტექნოლოგიები. თბილისი, 2003.
6. ს. რაზმაძე. Microsoft Word _თბილისი, 2001
7. დ. დევაძე, ა. ნადარეიშვილი. ისწავლეთ Microsoft Word . თბილისი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2000
8. ზ. სურმანიძე. სავარჯიშოები Microsoft Windows XP_ში. ბათუმი გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტი, 2003
10. დ. დევაძე, ზ. სურმანიძე. სავარჯიშოები Microsoft Word _ში. ბათუმი გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტი, 2003
11. მ. მეკქინონი, ბ. დინი. ინტერნეტის სახელმძღვანელო, ელფის გამომცემლობა, 2002
12. ჯ. გოჯიაშვილი, ს. რაზმაძე Mიცროპსოფტ Excel, თბილისი 1998წ. გამომცემლობა `მზიური~.
13. Долженков В.А., Колесников Ю.В. Mიცროპსოფტ Excel, 2002.- СПБ.: – Петербург, 2003.
14. კ. ბიწაძე, კ. კვეტენაძე. ისწავლეთ Mიცროპსოფტ Excel. – თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002.
16. Лавренов С.М. Excel: Сборник примеров и задач. – М.: Финансы и статистика, 2001.
17. თ. ხინიკაძე, ზ. სურმანიძე. Mიცროპსოფტ Excel XP. (პრაქტიკულ სავარჯიშოთა კრებული). ბათუმი: გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტი, 2004
კურსის თემატიკა და საწავლო საათების განაწილებ
თემა | თემის დასახელება და შინაარსი | ლექცია | პრაქტიკული |
1 |
ოპერატიული სისტემა Windows XP
|
1 |
2 |
2 |
Windows XP გრაფიკული ინტერფეისი და მასთან მუშაობის ხერხების ათვისება |
1 |
2 |
3 |
Windows XP –ის ფაილებთან და ფოლდერებთან მუშაობის ხერხების ათვისება
|
1 |
2 |
4 |
Windows XP –ის სტანდარტულ პროგრამებთან მუშაობა და მონაცემთა არქივირება და მათი დაცვა
|
1 |
2 |
5 |
ტექსტური რედაქტორი Microsoft Word XP-ის დოკუმენტის შექმნა და მისი მომზადება მუშაობისთვის | 1 |
2 |
6 |
Microsoft Word XP-ის დოკუმენტის ტექსტის რედაქტირების ხერხების ათვისება | 1 |
2 |
7 |
Microsoft Word XP-ის დოკუმენტის ფორმატირების ხერხების ათვისება | 1 |
2 |
8 |
Microsoft Word XP-ის დოკუმენტში ინფორმაციის ცხრილური წარმოდგენის ხერხების ათვისება |
1 |
2 |
9 |
Microsoft Word XP-ის გრაფიკულ ობიექტებთან მუშაობა |
1 |
2 |
10 |
Microsoft Excel XP-ის დოკუმენტის შექმნა, მონაცემთა რედაქტირება და ფორმატირება |
1 |
2 |
11 |
Microsoft Excel XP-iის მონაცემთა ანალიზი და დამუშავება |
1 |
2 |
12 |
Microsoft Excel XP-ის ელექტრონულ ცხრილებთან და დიაგრამებთან მუშაობის ხერხების დაუფლება (პრაქტიკული სავარჯიშოები) |
1 |
2 |
13 |
Excel – ის ცხრილებში მონაცემების ანალიზი და განზოგადება (პრაქტიკული სავარჯიშოები) |
1 |
2 |
14 |
ვებ-გვერდებთან და ელექტრონულ ფოსტებთან მუშაობა |
1 |
4 |
|
სულ |
14 |
30 |
თემა 1. ოპერატიული სისტემა Windows XP
კომპიუტერის ჩართვა; მანიპულაცია Windows ; სამუშაო მაგიდა; მინიატურა; ფანჯარა; კონტექსტური მენიუ; დავალების ზოლი; სასტარტო მენიუ; კომპიუტერის გამორთვა; მონაცემთა დაცვა; კომპიუტერული ვირუსი და ანტივირუსი; ფაილთა არქივირება;
თემა 2. Windows XP გრაფიკული ინტერფეისი და მასთან მუშაობის ხერხების ათვისება
მინიატურის მონიშვნა და მონიშნულის გაუქმება; მინიატურის გახნა, ჩაკეცვა და გაუქმება; ფანჯრის ზომების შეცვლა და ფანჯრის გადაადგილება; ფანჯრის შიგთავსის დათვალიარება სასრიალო ზოლების გამოყენებით; ფანჯარაში ინსტრუმენთა პანელის, სამისამართო სტრიქონის და მდგომარეობის პანელის გაუქმება ან გამოტანა; ფოლდერის ფანჯარაში მინიატურის წარმოდგენის ფორმის შეცვლა და წარმოდგენილი მინიატურის დალაგება; დავალების ზოლის გადატანა და პარამეტრების რეგულირება; პროგრამის გაშვება სასტარტო მენიუდან და პროგრამებს შორის გადართვა; სამუშო მაგიდის ფონის გამოცვლა; ეკრანის პარამეტრების შეცვლა; მიმდინარე თარიღისა და დროის დაყენება; თაგვისა და კლავიატურის პარამეტრების დარეგულირება; სწრაფი გაშვებს პანელისათვის გზამკვეთის დამატება;
თემა 3. Windows XP –ის ფაილებთან და ფოლდერებთან მუშაობის ხერხების ათვისება
ფოლდერისა და ფაილის შექმნა, სახელის შეცვალ, წაშლა, აღდგენა, კოპირება და გადატანა; ფოლდერისა და ფაილისათვის გზამკვეთის შექმნა; სასტარტო მენიუში ფაილის გზამკვეთის ჩამატება და წაშლა; ფაილის, ფოლდერის ან გზამკვეთის შესახებ თვისებების დათვალიერება; ფაილისა და ფოლდერის დამალვა და გამოჩენა; ფაილის და ფოლდრის ძებნა
თემა 4. Windows XP –ის სტანდარტულ პროგრამებთან მუშაობა და მონაცემთა არქივირება და მათი დაცვა
პროგრამა ჩალცულატორ; პროგრამა Pაინტ; პროგრამა Word ; პროგრამა Nოტეპად; მულტიმედიური პროგრამები; დისკის შემოწმება და ფორმატირება; ფაილტა არქივირებისა და გახსნის პროგრამა ჭინძიპ; ანტივირუსული პროგრამები;
თემა 5. ტექსტური რედაქტორი Microsoft Word XP-ის დოკუმენტის შექმნა და მისი მომზადება მუშაობისთვის
ახალი დოკუმენტის შექმნა; გვერდის მინდვრის საზღვრების შეცვლა და ფურცლის ზომების დაყენება; დოკუმენტის სტილის არჩევა; შრიფტის შეცვლა. სიმბოლოების ზომის, მოხატულობისა და ფერის შეცვლა; აბზაცის გასწორება და სტრიქონსშორის ინტერვალის დაყენება; დოკუმენის წარმოდგენა ეკრანზე, მაშტაბი; დოკუმენტის შენახვა და გახსნა; დოკუმენტის პაროლით შენახვა;
თემა 6. Microsoft Word XP-ის დოკუმენტის ტექსტის რედაქტირების ხერხების ათვისება
სასურველი სიმბოლოს ჩასმა დოკუმენში; დოკუმენტის ტექსტის ან ტექსტის ფრაგმენტის მონიშვნის ხერხები; მთლიანი ტექსტის ან ტექსტის ფრაგმენტის კოპირება, გადაადგილება და წაშლა; რედაქტირების შედეგების გაუქმება და აღდგენა; დოკუმენტში მოძებნა შეცვლა; ტექსტის გრამატიკული და ორთოგრაფიული შემოწმება; ტექსტში გადატანის ნიშნების დასმა; ავტოტექსტის ელემენტების გამოყენება; ფორმულების რედაქტირება; ასომთავრულის შექმნა და წაშლა; კომენტარის შექმნა და წაშლა; დოკუმენტის `წინასწარ ნახვა~ ამობეჭდვამდე; დოკუმენტის ამობეჭდვა;
თემა 7. Microsoft Word XP-ის დოკუმენტის ფორმატირების ხერხების ათვისება
დოკუმენტის გვერდების გადანომრვა; დოკუმენტში აბზაცების მარკირება და დანომრვა; დოკუმენტში ტაბულაციის გაკეთება; დოკუმენტში აბზაცის დაფორმატება და ჩარჩოში ჩასმა; ტექსტის სვეტებად დაყოფა; დოკუმენტში სქოლიოს და კოლონტიტულის გაკეთება;
თემა 8. Microsoft Word XP-ის დოკუმენტში ინფორმაციის ცხრილური წარმოდგენის ხერხების ათვისება
ცხრილის შემნა; ცხრილში უჯრედების მონიშვნა, დამატება და წაშლა; ცხრილში უჯრედების გაერთიანება და დაყოფა; ცხრილში ინფორმაციის დახარისხება; ცხრილის უჯრედებში ტექსტის მიმართულების შეცვლა;
თემა 9. Microsoft Word XP-ის გრაფიკულ ობიექტებთან მუშაობა
დოკუმენტში ნახატის ჩასმა და წაშლა; ნახატის გადატანა და კოპირება; დოკუმენტში კადრების ჩასმა და წაშლა; დოკუმენტში ავტოფიგურების ჩასმა; დოკუმენტში მხატვრული ტესტის შექმნა და წაშლა;
თემა 10. Microsoft Excel XP-ის დოკუმენტის შექმნა, მონაცემთა რედაქტირება და ფორმატირება.
ცხრილური პროცესორი Excel –ის ფუნქციური შესაძლებლობები; Excel –თან მუშაობის დაწყება და დასრულება; Excel –ის ძირითადი ცნებები; უჯრედთა მისამართები; მონაცემთა ტიპები ელექტრონული ცხრილის უჯრედებში; ცხრილური პროცესორის მუშაობის რეჟიმები; მონაცემთა შეტანა და რედაქტირება; გადატანის, კოპირების, შევსებისა და ჩასმის ოპერაციები; მონაცემთა ფორმატირება და ინფორმაციის დაცვა;
თემა 11. Microsoft Excel XP-ის მონაცემთა ანალიზი და დამუშავება
ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობა როგორც მონაცემთა ბაზასთან; მონაცემტა დახარისხების ხერხები; მონაცემთა ფილტრაცია; საერთო და შუალედური შედეგების ავტომატური გამოთვლა; მონაცემთა კონსოლიდაცია; მონაცემტა ანალიზი და განზოგადოება დინამიური ცხრილების დახმარებით; დიაგრამები;
თემა 12. Microsoft Excel XP-ის ელექტრონულ ცხრილებთან და დიაგრამებთან მუშაობის ხერხების დაუფლება (პრაქტიკული სავარჯიშოები)
Excel –ის ეკრანის გაწყობა; ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის ხერხების ათვისება; ცხრილის შექმნა და გამოთვლების ჩატარება; მონაცემების დახარისხება; მონაცემთა ფილტრაცია ავტოფილტრის გამოყენებით; მონაცემთა ფილტრაცია გაფართოებული ფილტრის გამოყენებით; დიაგრამების აგება;
თემა 13. Excel – ის ცხრილებში მონაცემების ანალიზი და განზოგადება (პრაქტიკული სავარჯიშოები)
პარამეტრების შერჩავა; ამონახსენის ძიებისა და სცენარების ზედაშენების გამოყენება; ჩანაცვლების ცხრილთა შექმნა; საერთო და შუალედური შედეგების ავტომატური გამოყვანა; ცხრილის სტრუქტურასთან მუშაობა; გამოთვლების ჩატარება და დიაგრამათა აგება საბოლოო მონაცემების საფუძველზე; მონაცემთა კონსოლიდაცია; პრაის-ფურცლის შექმნა და ფორმატირება; Excel –ის მონაცემთა ბაზის საფუძველზე დინამიური ცხილის შექმნა;
თემა 14. Intenet
ვებ გვერდებთან მუშაობა; ელექტრონული ფოსტა;